მთავარი » 2012 ივნისი 5 » ლექსები
2:14 PM ლექსები | |
* * * * * * * * * * შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე ვიფიქრე ლამაზი თვალები ქონია, ასეთი ლამაზი უძირო თვალები, ალბათ არსდროს არავის ქონია. გიპოვი შეგხედავ ,თვალებს ძირს დახრი დიდხანს რომ გიყურო დამწვავენ მგონია კვლავ გულსჰი გავივლებ ესეთი თვალები ალბათ არსდროს არავის ქონია. დღემდე ვერ მიმხვდარვარ და ვერ გამიგია, ესეთი თვალები თუ ვინმეს ქონია, მართლა ლამაზია ეგ შენი თვალები? თუ მე რომ მიყვარხარ იმიტომ მგონია.?!! * * * * * * * * * * მიედინება დარდიანად დღეთა დინება, შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები, კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება, გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები. გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით, დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით, ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით, და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით. მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი, და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს, იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი, თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს. დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება, და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება, მე კვლავ მარტო ვარ, უშენობას მგონი ვეჩვევი! * * * * * * * * * * რუხ ოთახში სძინავს მთვარეს, როიალზე უკრავს ვიღაც, ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი აგინებს და ლანძღავს დილას. თეთრ ოთახში მომაკვდავი გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას, ცრემლმორევით მდგარი ბავშვი თვალს არიდებს დედის მზერას. რომ თენდება ვიღაც კვდება. ანდა ვიღაც ღრუბლებიდან ფრთა-მომტყდარი დედამიწას ენარცხება. ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას… * * * * * * * * * * არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს, მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ, მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ. არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ, მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის მუზა ხალხს ეყვარება, მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ. მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე… პოეტებს მუზა ალბათ მიატოვებს, შენ კი მომეხვიე…გაგიშვა?არასოდეს!.. * * * * * * * * * * მე მეგონა დიდხანს…დიდხანს შენც არ იყავ უარზედ მე მეგონა,ოოხ,მეგონა ჩვენ ორივე გავიდოდით მტკვარზე მერე დიდხანს…ძლიერ დიდხანს დაგკოცნიდი წმინდა მთაზე და იქიდან ფრთებშესხმული კიდევ ერთხელ გავივლიდით მტკვარზე მერე მეტეხს ავიდოდით ფეხით რომ გაგვეღო საიდუმლო მსხვერპლი მერე…მერე იქნებოდა ალბათ კიდევ რამე ვიქნებოდით,მთავარია,ვიქნებოდით ერთნი მე მეგონა დიდხანს…დიდხანს შენც გინდოდა ასე მაგრამ შევცდი,შევცდი ისევ მომატყუე,მომატყუე მწარედ.. * * * * * * * * * * ქუჩებს აპრილის ნაკლებობა ეტყობათ გარეთ, სახელურები ვერ მოვარგე ხასიათს შიგნით, ჩემიდან სადმე რომ გავიდე მისივე კარით, თანდაყოლილი,გვერდნაკლული დღეების წიგნით, ჯერაც სიცოცხლის ნიშანწყალი ფიქრია,ანდა, იქნებ არც ღირდეს ვწერო ის,რაც აქამდე მსურდა. თვალწინ აორთქლდა ყველა,ჩემ წინ,ვისიც კი მწამდა და შემეყარა უმზეობის ციება,სურდო. ათასჯერ ნათქვამს,ვიცი,ახლაც ამ ლექსით ისმენ, რომ უშენობა მძიმეა და არყოფნას უდრის, რაც შენ აქამდე გიგრძვნია ან გინახავს ,ის მე ჩემს თავშიც ვნახე და გონების პირველი უჯრის ყველაზე ნათელ,თვალსაჩინო კუთხეში დავდე , რომ როცა ვნახავ,ისევ ისე მახსოვდეს მუდამ, სურვილმა იმის,შენს ჩასუნთქვას რაღაცით ვგავდე, არ გამიმართლა და მას ჩემი ნებითვე ვგუდავ. ძალაგამოცლილ ნაბიჯებით მივდივარ თითქმის, (არადა „თითქმის"-ს მოქმედებად არ ვთვლიდი წინათ) ვერ მივაგენი ჩიტმა ბუდეს ,თუ როგორც ითქმის, შენთან რომ სული გავიყავი,ცოტა მხვდა წილად. * * * * * * * * * * ისევ ღამე და ღია სარკმელი, სარკმელში შუქი სავსე მთვარისა, ციმციმებს, როგორც იმ ღამით შენი თვალთა ალერსი ღმერთმა მაღირსა. ალბათ იმ ღამით განგებამ ერთი გამოიმეტა ჩემთვისაც ძღვენი და დამიტოვა გასახსენებლად ლამაზ თვალების უწყვეტი ეშხი მაგრამ, ადრე თუ გვიანაც ხსოვნა სადღაც გაქრება-გაჰყვება წამებს… ეს ლექსი გროშად გაიყიდება და ჩამოჰკრავენ უღმერთოდ ზარებს შენი ნებაა თუ არ გიყვარვარ, ვერ დაგაძალებ ღმერთმანი ვერა… მაგრამ, თვალებით მაინც მითხარი, რომ სამოთხეში ვიქნებით ერთად… * * * * * * * * * * იჯდა ეულად..თავჩაღუნული აფარებული ხელით თვალებზე… ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე.. სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა გაუბედავად ითხოვდა ხურდას ხელს ხან იშვერდა,ხან დამალავდა რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა.. თავი წამითაც არ აღუმართავს.. ჩუმად ტიროდა,ფარულად თრთოდა.. ხელში ქაღალდი ეჭირა მხოლოდ და მოწყალებას გამვლელებს გვთხოვდა.. ხმას არ იღებდა,სირცხვილი კლავდა, გამვლელის მზერას იბყრობდა :სევდით, ნაფლეთი ფურცლით,ჩახრილი თავით, უთქმელი დარდით,გამშრალი ცრემლით.. მარცხენა ხელის მთრთოლვარე გულზე ბინძური ფულის კვალი მოჩანდა, მზერა შეჩერდა მის მარჯვენაზე, სადაც ფურცელი თავად მოთქვამდა.. ეწერა ფრაზა (ცოტათი მკრთალად) რომელიც გულით ვეღარ ატარა.. გემუდარებით თქვენ,დამეხმარეთ! გადამირჩინეთ ჩემი პატარა.. * * * * * * * * * * ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატერებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი. ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, - რა საჭიროა ახლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება? მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა. აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები! ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, - ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის, ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი? * * * * * * * * * * ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ.. ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია.. ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია.. ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა, ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია, ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო, მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია.. ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია, მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია.. ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი, თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია, არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ, ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია.. სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი, ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია.. მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ, ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია.. * * * * * * * * * * გულს ჩამოაწვა შავი ნისლი-ნიშნად გლოვისა, თვალს დასდენია ნაზი ცრემლი-მსგავსი ბროლისა, გულმა შეიგრძნო უშენობა-ძლიერ დაღონდა, ეულად ყოფნას,განშორებას თითქოს დარდობდა.. ცა მოიღრუბლა,უშენობას ძლიერ განიცდის, ჩვენი ვარსკვლავი აკაშკაშდა-ალბათ კვლავ გიცდის.. ზეცა ატირდა,მთვარე ჩაქრა,რისი ბრალია? ალბათ იგრძნეს რომ მომენატრე ასე ძალიან.. * * * * * * * * * * მაპატიე რომ გავბედე მე ოცნება შენზე დავიღალე აგარ მსურს რომ ვიზრუნო სხვებზე დრო მოვიდა რომ დავიწყო ცოტა ფიქრი ჩემზე მე კომენტარს არ მოვისმენ ჩემ დაწერილ ლექსზე მაპატიე მე რომ გთხოვე კიდევ ერთი შანსი ალბათ მინდა რომ გავიგო მე ცხოვრების არსი ნეტავ, საით იყურება, ვის უღიმის ღმერთი!? შენნაირი იბადება ათასიდან ერთი. * * * * * * * * * * – არაყი? –ლუდი. –ერთი? –ერთი. –ინებეთ.. –გმადლობთ.. ვჯდები კუთხეში, გარეთ წვიმს, გ ნ ა ტ რ ო ბ.. )) * * * * * * * * * * რა ლამაზი ხარ ქალაუ, ნეტავ შენს მკერდზე მაძინა, ჩამაფლო დიდვან მკერდში და არასდროს გამომაღვიძა. დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს, ნელნელა ჩამოვყვებოდი, ჭიპამდე რომ მივიდოდი, ვნებით სულ ჩამოდნებოდი. შენი სურნელით გაპოხილს, სუნთქვაც კი შემეკვრებოდა, დილამდე რომ მივიდოდით, ისევ განმეორდებოდა.’ * * * * * * * * * * მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება, მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება, ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა, და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა, არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე, არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე, მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი, შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი, მე ვვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს, რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს, სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი, რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი, სულ ის მინდოდა მიყვარხარ ჩემთვის რომ გეთქვა, და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა, ბევრი მინდოდა ალბათ... ბევრი ... არც არ მერგება, რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება, შენ არ გამტყუნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია, მე ვარ ასეთი, შენ რას გერჩი, ყველას ხიდი ვარ, ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ.?! ჩემთვისაც არის სადღაც გზები, მაგრამ ვერ ვხედავ, ან ბრმა ვარ, ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ, მე რომ წავიდე მერე რა ვქნა, ვის მიგაბარო..?! ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო, ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა, ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა, ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ, სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა