მთავარი » 2013 აპრილი 21 » desktop ის მისამართის შეცვლა D დისკზე, Windows XP-ზე
0:16 AM desktop ის მისამართის შეცვლა D დისკზე, Windows XP-ზე | |
სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა. ანუ სამუშაო მაგიდის მისამართი არის C დისკი. ვინდოუსის გადაყენების დროს ფაილები სამუშაო მაგიდაზე რომ არ წაგვეშალოს საჭიროა ყველა ფაილი D დისკზე შევინახოთ. ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დაამისამართოთ სამუშაო მაგიდა (Desktop-ი) D დისკზე, რათა შემდგომი ვინდოუსის გადაყენების წინ აღარ დაგჭირდეთ ფაილების D დისკზე კოპირება. შედეით Start-ში და Run-ში. ჩაწერეთ ბრძანება regedit და OK. გაიხსნება Registry Editor-ი. პირველი კონფიგურაციის ცვლილებების შესატანი მისამართი: HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Explorer\Shell Folders Shell Folders-ის განყოფილებაში მოძებნეთ Desktop-ი მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით, მენიუში დააწექით Modify-ს. Value Data -ში დააყენეთ სასურველი მისამართი. მაგალითად - D:\Desktop Files. მეორე კონფიგურაციის ცვლილებების შესატანი მისამართი: HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\ExplorerUser\Shell Folders Shell Folders-ის განყოფილებაში მოძებნეთ Desktop-ი მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით, მენიუში დააწექით Modify-ს. Value Data -ში გაიმეორეთ ზემოდ ჩაწერილი მისამართი D:\Desktop Files აუცილებელია კომპიუტერის გადატვირთვა. (D დისკზე კომპიუტერის გადატვირთვის მერე შეიქმნება პაპკა სახელად Desktop Files და მასში შეინახება ეკრანზე დაგდებული ყველანაირი ფაილი.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა