9:24 PM გასაოცარი და უცნობი ფაქტები გარემომცველი სამყაროს შესახებ | |
მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თქვენ თუ ხანდაზმული, ქალი თუ მამაკაცი, გარემომცველ სამყაროში მუდამ იყო, არის და იქნება საგნები და მოვლენები, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ. უბრალოდ ძნელია ყველაფერი იცოდე. მინდა წარმოგიდგინოთ ფაქტების და მოვლენების ნაკრები, რომელთაც სავსებით შეუძლიათ შეცვალონ თქვენი წარმოდგენა სინამდვილისა და სამყაროს აღქმის თქვენეული ხედვის შესახებ. 1. ყოველ 2 წუთში ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტ ფოტოსურათს, ვიდრე მთელი კაცობრიობა იღებდა მე-19-ე საუკუნეში. 2. ამ მომენტისათვის 1998 წელი ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც 2030 წელი.
3. ოქსფორდის უნივერსიტეტი გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე აცტეკების იმპერია. 4. მამონტები გადაშენდნენ მხოლოდ 1000 წლის შემდეგ, რაც პირამიდები ააშენეს. 5. ნიუ-იორკი უფრო სამხრეთით მდებარეობს, ვიდრე ქალაქი რომი იტალიაში. 6. მაშინ, როცა ფაქსიმილეს აპარატი გამოიგონეს, რუსეთში ჯერ კიდევ ბატონყმური წყობილება იყო. 7. მულტსერიალი “სიმპსონები” იმდენად დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა ეკრანებზე, რომ მიმდინარე წელს უნივერსიტეტი დაამთავრეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მულტსერიალის ეკრანებზე გამოსვლის წელს დაიბადნენ. 8. თავდაპირველად სტაფილო იისფერი იყო…დროთა განმავლობაში მან მუტაცია განიცადა და ნარინჯისფერი გახდა. 9. იმ წელს, როცა ეკრანებზე “ვარსკვლავური ომების” პირველი სერია გამოვიდა, საფრანგეთში ჯერ კიდევ ძალაში იყო თავის მოკვეთა გილიოტინაზე. 10. რთული დასაჯერებელია, მაგრამ აშშ-ში გაცილებით მეტია ბიბლიოთეკაა, ვიდრე “მაკდონალდსის” რესტორანი. 11. საინტერესოა ის, რომ ადამიანის დნმ 50%-ით ემთხვევა ბანანის დნმ-ს. 12. ყოველწლიურად ასიათასობით ხე ამოდის იმ უბრალო მიზეზით, რომ ციყვებს ხშირად ავიწყდებათ, სად დაფლეს მიწაში ზამთრისათვის მომარაგებული გირჩები და თხილი. 13. საუდის არაბეთი აქლემების იმპორტს ავსტრალიიდან ახდენს. 14. დღეისათვის საკმაოდ პოპულარული სახელი ჯესიკა უილიამ შექსპირმა მოიგონა პიესისათვის “ვენეციელი ვაჭარი”.
15. იმ მომენტიდან, როცა პლუტონი აღმოაჩინეს, იქამდე, სანამ მას პლანეტის სტატუსს ჩამოართმევდნენ, მას ერთი სრული ბრუნიც კი არ განუხორციელებია მზის ირგვლივ. 16. აწ უკვე ყოფილი პლანეტა პლუტონის ზედაპირის სრული ფართობი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის ფართობი. 17. სატურნის და იუპიტერის ზედაპირზე საკმაოდ ხშირად მოდის ალმასების წვიმა. 18. ერთ ჭიქა წყალში ატომების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი პლანეტის ოკეანეებში წყლის ჭიქების რაოდენობა.
19. მარწყვი სინამდვილეში კენკრა სულაც არაა, აი ბანანი კი, ჩვენდა გასაოცრად, კენკრას მიეკუთვნება. 20. თქვენ წარმოიდგინეთ, ავოკადო და საზამთროც თურმე კენკრა ყოფილა. 21. ალიასკა ერთდროულად წარმოადგენს ყველაზე აშშ-ის ყველაზე დასავლეთით, ყველაზე ჩრდილოეთით და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე აშშ-ის შტატს. საქმე იმაშია, რომ ალუეტის კუნძულები, რომლებიც ალიასკას მიეკუთვნებიან, კვეთენ 180-ე მერიდიანს, ამიტომ ის აშშ-ის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიად ითვლება. 22. დელფინები ერთიმეორეს სახელებს არქმევენ.
23. ალბათობა იმისა, რომ თქვენ სავაჭრო აპარატის მსხვერპლი გახდებით, ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ალბათობა იმისა, რომ თქვენ ზვიგენი შეგჭამთ. 24. ღორების ორგაზმი 30 წუთი გრძელდება. 25. იმის ალბათობა, რომ ჭიქა წყალში, რომელსაც თქვენ სვამთ, იმყოფება მოლეკულა, რომელიც ოდესღაც დინოზავრის სხეულში იყო, თითქმის 100%-ია. 26. კლეოპატრა ცხოვრობდა წლებში, რომლებიც უფო ახლოა iPhone-ის გამოგონებასთან, ვიდრე პირამიდების აგების დროსთან. 27. პლანეტა ვენერაზე ერთი დღე დედამიწის ერთ წელიწადს უდრის.
28. ფინეთსა და ჩრდილო კორეას მხოლოდ ერთი ქვეყანა აშორებთ – რუსეთი. 29. რვაფეხას სამი გული აქვს. 30. არავინ არ იცის, ასოები ანბანში რატომ დგას ასეთი თანმივდევრობით.
31. დედამიწაზე გაცილებით მეტი ხელოვნური ფლამინგოა, ვიდრე ნამდვილი. 32. ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ვისუნთქოთ და გადაყლაპოთ. 33. შოკოლადის რძე ირლანდიაში გამოიგონეს. 34. დედამიწაზე ყველაზე გავრცელებულ მინერალს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების 52% უჭირავს, მაგრამ საინტერესოა ის, რომ 2014 წლამდე მინერალს დასახელებაც კი არ გააჩნდა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა ვერ შეძლეს ბრიჯმანიტის (ასე უწოდეს ამ მინერალს) ნიმუშის მიღება, რადგან ეს ნივთიერება მთლიანად მდებარეობს დედამიწის სიღმეში, 600 კმ-ის მანძილზე მისი ზედაპირიდან და მისი მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. 35. ცისფერ ვეშაპს – დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე დიდ ცხოველს, არ შეუძლია გრეიფრუტზე დიდი საგნის გადაყლაპვა. ეს იმიტომ, რომ ცისფერი ვეშაპის საყლაპავი მილი ძალიან ვიწროა. გარდა სხეულის ამ ნაწილისა, ძუძუმწოვარს სხეულის ყველა სხვა ნაწილი უზარმაზარი აქვს: მისი საშუალო სიგრძე 32 მეტრს აღწევს, რაც სამჯერ მეტია ოდესღაც დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი დინოზავრის ზომაზე, ხოლო წონა ერთად აღებული 2700 საშუალო წონის ადამიანის ტოლია. ცისფერი ვეშაპის ენა იწონის იმაზე მეტს, ვიდრე საშუალო ზომის სპილო, გული ოჯახური ავტომანქანის ზომისაა, ხოლო კუჭს შეუძლია დაიტიოს ერთ ტონამდე საკვები ( საინტერესოა, ასეთი პატარა საყლაპავი მილით როგორ ახერხებს ცისფერი ვეშაპი ამხელა კუჭის ამოვსებას?). 36. 40-50 პროცენტი გენეტიკური ინფორმაციისა, რომელიც ადამიანის კუჭში იმყოფება, არანაირ კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ის არ მიეკუთვნება არც ცხოველებს, არც მცენარებს, არც ბაქტერიებს და არც მიკრობებს. მეცნიერები მას უწოდებენ “ბიოლოგიურად ბნელ მატერიას”.
37. ჭადრაკის დაფაზე გაცილებით მეტია კომბინაციების რაოდენობა, ვიდრე ატომების რაოდენობა მთელ სამყაროში.
38. თაფლი არასოდეს არ ფუჭდება, თუნდაც 5000 წლის იყოს. ეს ფაქტი დაადასტურა ეგვიპტის პირამიდებში აღმოჩენილმა თაფლით სავსე დოქმა, რომელშიც ეს პროდუქტი ახალივით იყო შენახული.
39. ჩინეთში არსებობს მდინარე ჩანჩქერით, რომელიც ზამთრობით არასოდეს არ იყინება -30 გრადუსზეც კი. სამაგიეროდ შუა ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, ნაკადის გარკვეული ნაწილი იყინება აუხსნელი მიზეზის გამო. 40. და ბოლოს.. მთელი თქვენი ცხოვრება წარიმართა ისე, რომ ეს მომენტი, როცა ამ პოსტს კითხულობთ, აუცილებლად უნდა დამდგარიყო.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |