მთავარი » 2013 მარტი 27 » იყავი უსაფრთხოდ! – Windows
10:54 PM იყავი უსაფრთხოდ! – Windows | |
რა არის Windows -ის განახლება? ეს არის კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows-ის მხარდაჭერის ფუნქცია, რომელიც გეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება. როგორც კი ჩნდება ახალი საფრთხეები, Microsoft ანახლებს თავის Windows-ის ოპერაციულ სისტემას და ასევე Microsoft Office-ის პროგრამებს, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენი კომპიუტერის მაქსიმალური დაცვა ახალი საფრთხებიისგან , ამიტომ თქვენ რეგულარულად უნდა ჩამოტვირთოთ განახლებები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები და კიბერ დამნაშავეები (ჰაკერები) ჩართული არიან დაუსრულებელ ბრძოლაში. ჰაკერები ცდილობენ იპოვონ პროგრამული ხარვეზები ან შეცდომები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ კომპიუტერში უკანონოდ შეღწევას, ხოლო მწარმოებლები ცდილობენ აღმოფხრან ეს შეცდომები როგორც კი იპოვიან მათ. მაგალითად: თუ პაროლი არის თქვენი კარის გასაღები, ფაერვოლი და ანტივირუსი არის განგაშის სისტემა (სიგნალიზაცია), უსაფრთხოების განახლებები არის იმის გარანტია რომ თქვენი ფანჯრები საიმედოდ არის დახურული. უსაფრთხოების გარდა განახლებები უზრუნველყოფს კომპიუტერის ოპერაციული სისტემის და პროგრამების სტაბილურ და გამართულ ფუნქციონირებას. იმისათვის რომ ავტომატურად გააკეთოთ განახლელები ჩართეთ Windows განახლების ფუნქცია (Automatic Updates). მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ My Computer, შემდგომ დააჭირეთ Properties, შედგომ Automatic Updates და მონიშნეთ Automatic (Recommended) და OK, ან მიყევით Microsoft-ის ვებ გვერდზე მოცემულ ინსტრუქციას (www.windowsupdate.com) . განახლებები ავტომატურად გადმოიწერება ინტერნეტის საშუალებით და დაინსტალირდება თქვენს კომპიუტერზე. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამა (არა Microsoft-ის) რომელიც გეხმარებათ განახლელების გაკეთებაში. AutoPatcher-ი უზრუნველყოფს კრიტიკული და რეკომენდირებული განახლებების გაკეთებას მომხმარებლის მინიმალური ჩარევით. უბრალოდ გადმოიწერეთ საინტალაციო ფაილი, გაუშვით და აირჩიეთ განახლებები. AutoPatcher-ი მხარდაჭერა ვრცელდება Windows 2000, XP, 2003, Vista და Office. გაუმჯობესეთ ოპერაციული სისტემა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია არის გაუმჯობესებული და უსაფრთხო, ვიდრე წინა ვერსიები. მაგალითად, Windows 7 არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე Windows Vista, რომელიც, თავის მხრივ არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე Windows XP, Windows 2000 ან Windows 95. იგივე შეეხება Service Pack-ს. თუ მაგალითად თქვენი Windows XP არის Service Pack 2, გადმოიწერეთ ბოლო Service Pack 3. აუცილებლად გაითვალისწინოთ თქვენი კომპიუტერის ტექნიკური მონაცემები, ვინაიდან ახალი სისტემები ძირითადად გათვლილია თანამედროვე კომპიუტერებზე და მოითხოვს უფრო მეტ რესურსებს ვიდრე ძველი ოპერაციული სისტემა. შეგიძლიათ იხილოთ Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემების ფუნქციების შედარებითი ცხრილი. წყარო: http://geocybers.com
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა