მთავარი » 2012 მაისი 2 » იცოდით თუ არა რომ ... .
8:45 PM იცოდით თუ არა რომ ... . | |
1) დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა და ყოველ წუთს 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა. 2) ამერიკულმა ჟურნალმა "TIME”-მა 1943 წლის 4 იანვარს წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა. 3 ) დედამიწაზე წელიწადი გრძელდება 365 დღე-ღამეს დამატებული 0.2421198 დღე. რაც უფრო მარტივად შემდეგნაირად გამოისახება: 365 დღე-რამეს + 5 საათი 48 წუთი 46 წამი. 4 ) მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია ”ზღვების მკვლევარი”. მისი სიგრძე აღემატება 1000 ფუნტს, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე მეტია. "ზღვების მკვლევარი” სამი წლის მანძილზე იგებოდა და 600 მილიონი $ დაჯდა. ის 5000 ტონას იწონის. გემზე 1557 კაიუტაა, რომლებიც 5040 მგზავრს იტევს ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. "ზღვების მკვლევარზე” 5 რესტორანი, 14 კაფე, 15 ლიფტი, 4 აუზი, 6 ჯაკუზია. ასევე - საკალათბურთო და საციგურაო დარბაზები და თეატრი, რომელშიც 1350 კაცი ეტევა. 5) ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადება ხუთ ენაზე ხდება: შვედურად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. სწორედ ამ ენებზე საუბრობდა თავისუფლად ალფრედ ნობელი. აქვე: ნობელის პრემიის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა. 6 ) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო ჯეიმს მედისონი – 1 მეტრი და 62 სანტიმეტრი. ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი – 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი. 7) პანინის მიერ შექმნილი სანსკრიტის გრამატიკა დაიწერა ქრისტეს შობამდე 350-250 წლებს შორის და მიჩნეულია ადამიანის გონების ერთ-ერთ საამაყო მონაპოვრად. 8 :) .მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ მორტინსონი. ნორმა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. იმ დროის გადმოსახედიდან საკმაოდ თავისუფლად და თამამად პოზირებდა კამერების წინ. 1962 წლის აგვისტოში დიდი დოზით ნარკოტიკების მიღების გამო 36 წლის ასაკში მერლინ მონრო გარდაიცვალა. იგი XX საუკუნის სექს-სიმბოლოდაა აღიარებული. 9) იტალიური კლასიკური და საოპერო მუსიკის გენიალური წარმომადგენელი ლუჩიანო პავაროტი დაიბადა 1935 წელს. იგი საკმაოდ პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო. ლუჩიანო პავაროტის დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: ის 160-ჯერ გამოიძახეს "BIS”-ზე. პავაროტი 2007 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა დილის 7 საათზე. მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა. 10 ) შოთა რუსთაველის პოემაში "ვეფხისტყაოსანი” 696-ჯერაა გამოყენებული "და” კავშირი.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა