მთავარი » 2013 იანვარი 16 » ლექსები
9:12 PM ლექსები | |
სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა... სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა... ფეხს უჩქარებდა, ალბათ სციოდა... ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა... პატარა გულში ტკივილს მალავდა, გული კი უკვე ძლიერ ღელავდა... სიცივისაგან სულ კანკალებდა, ხელებს კი პატარა ჯიბეში მალავდა... სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა, იქვე შეჩერდა, კიდევ ჩაფიქრდა... მწარე უარი რომ გაახსენდა თავი დახარა და ისევ ატირდა... დასრულდა უკვე მისთვის ყოველი... მის ბოლო წუთებს ითვლიდა... არ ადარდებდა მას არაფერი და ნაპირთანაც ახლოს მივიდა... სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა... ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა... გოგონას გული უკვე არცემდა და ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა...! ************************* ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება. ბედობა დღეს უბედობა დამებედა. ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა, როცა გნახე მეკოცნა და გამებედა, რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი, მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი, გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა, გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა. ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ, ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ. ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები, გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები, შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი, დღე და ღამე ამერია დავიღალე, მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე. ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ, ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ **************************** ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა