მთავარი » 2013 მარტი 27 » ლექსები
9:01 PM ლექსები | |
აქ შენი ოცნება დიდი მითია აქ შენი ფიქრები შენი გიდია შენი ნათქვამი ყველას კიდია შენი პასუხი მათთვის ხიდია ბოღმის ძახილი შენშიც დიდია ამბობ რომ შენზე ნეტავ რითია აქ შენი ფიქრები შენი გიდია აქ შენი ოცნება დიდი მითია 2 არ ვარ ანგელოზი მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე რადგან მაქვს მიზეზად ამის თქმის უფლება სიცოცხლეს სიბოროტე უეცრად ეცა მინდა ვინატრო უღრუბლო ზეცა ვიცი არავარ ისეთი წმინდა ალბათ სიკვდილი მაშინ მოგინდა ისევ დუმილი ისევ წუხილი ბოღმის ძახილით გულში ქუხილი სიცოცხლე წმინდა უეცრად გაქრა სანთელი რწმენის ჩაიწვა გაქრა 3 გავედი სახლიდან,მივდივარ შორს ვიცი რომ ოდეზღაც მივაღწევ და თუკი ოცნება იქნება მკრთალი სულვილი ვიქნები ფიქრის ხიდის ბოლოსთან ვხედავ მათხოვარს,წამოწოლილა იქვე ეულად და როცა ნიავი თურმე დაქროდა,გამხდარა ისევ სნეულად. ზიხარ და ფიქრობ ისევ უსაქმურად,შენთან ხომ სითბოა სახლში ის კიდევ დადის ღამეებს ათენებს საჭმელს რომ ეძებს ბაღში. მოდი დავეხმაროთ გაიღე რამე,გავუქროთ გულში წუხილი იყავი მშვიდად,იყავი წყნარად და საფიქრალი? ქგონდეს დუმილი. ამიტომ შენი წუხილი დამალე,როცა მას ასე უჭირს და როცა ოცნება გექნება მყარი,მიხვდები მოქცევებს ჩემსას. როგორც შენახარ ისე მამყოფაო,ნატრულობს ქოხსა ხისას და გაჭირვება შენი ამაო არც შეადარო მისას 4 ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს, ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან, მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს, არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს 5 ფიქრებში მუდამ მე ჩვენზე ვფიქრობ მე და შენ ერთად ძმობამ შეგვკაზმა მე მიგატოვებ შენ ამა ფიქრობ? შენგან სიშორემ ლამის შემშალა დრო და დრო სიზმრებს მე შენზე ვხედავ დრო და დრო ნაღდშიც შენ მელანდები ალბათ იგივეს შენ ჩემზეც ხედავ რადგან ყოველთვის შენ მენატრები ბოლოს და ბოლოს მე მალე გნახავ და ჩემს სიყვარულს ჩვენში ჩავანთხევ შენი თვალები ჩემ თვალებს ნახავს და მერე ვიტყვიტ მე მომენატრე 6 შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამითბო და სევდა გამიფანტა. დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა 7 ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული, ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს, ჩვენი მეგობრული სიყვარული, სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს, ჩვენი მხიარული სახეები არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს, ჩვენი უცოდველი ნაბიჯები, მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს. გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში, სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ, ცხოვრების მკაცრი კანონები, ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს, ღმერთი გვფარავდეს და მუდამ, მისი მორჩილები ვყოფილიყოთ!!! 8 შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია... ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია... ბედმა კამათელი ისე გააგორა, მწვერვალზე ასული უკან დამაგორა... 9 თუ მოგინდება მიპოვი წყალში... პეშვში მიპოვი წყალის შესმამდე.... და თუ დამკარგავ ვიქნები ქარში, ქარში,ტოტებზე,ფოთოლთ შესხმამდე...
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა