მთავარი » 2013 აპრილი 16 » ლექსების კრებული სიყვარულზე
10:57 PM ლექსების კრებული სიყვარულზე | |
მე ვეძებ ჩემ სულს მზეში, მე ვეძებ ჩემ გულს შენში, მე ვეძებ ჩემ თავს სხვებში, ვეძებ სინათლეს ბნელში, პატიებას და ნდობას თუნდ დაუნდობელ მტერში, სინანულს, უშედეგოდ, უსამართლობის მქნელში. ვაჟკაცობას და სიბრძნეს ჩემ უსაყვერლეს ერში, ოქროს, მხოლოდ ფერს ვეძებ, ოქროდდაცურვილ ზვრებში, სიცოცხლის სურნელებას, კვირტებად დამსკდარ ხეში, უხინჯო სილამაზეს, მთებში , ველებში, ზვრებში, ყველაზე ლამაზ ფერებს, სამყაროს ნაირფერში, ყაყაჩოსა და იას, მიუვალ ტყე და ღრეში, ყველაზე მზისფერ თავთავს, კალოს ლეწვისას, კევრში, წითელყვითელა ფოთლებს, ვეძებ დაფანტულს მტვერში, სისპეტაკეს და სილბოს, დედის დათოვლილ თმებში მზისკენ სავალი გზების, ხიდებს, დაწყვეტილ გზებში, შეცდომას, რათქმაუნდა, მხოლოდდა მხოლოდ ჩემში, შენდობას, პატიებას, აწ და მარადის, ღმერთში. ******************** ეს მონატრება უკრავს როიალს. მოლოდინები ითვლიან სიტყვებს, რაღაც უზომო მელანქოლიას, ზღვა ვერ ერევა და მაინც იტევს. წამი რატომღაც წუთი მგონია, წუთი, რომელიც წამებას ითმენს, ქარი შეება ფიქრის გოლიათს, ვით ლექსი პოეტს, ვით პოეტი ლექსს. არსებობაც ხომ ზოგჯერ ომია, რომელსაც გული აგებს და იგებს, დასაბამითვე არ დაჰყოლია, ჟამმა შესძინა ფრაზებსაც სიბრძნე. ცამ გაახილა თვალი ცისკარზე , რომლის გუგაში ცეცხლის ბროლია, ყველაფრისფერი დუმილით სავსე, ეს მონატრება უკრავს როიალს ******************** მე გაზაფხულის სურნელი მათრობს, გაშლილი ვარდის, კვირტის ფერება, ალუბლის ტოტებს სიო აღაგზნებს, მზე ჩემს მაგივრად მოგეფერება. მე შენგან შორს ვარ სხეულით მხოლოდ, გრძნობით ყოველ წამს შენ გეფერები, მე ვარდის სურნელს ფერებად დავშლი, დაგსიზმრებია შენ ეგ ფერები? გადაგავიწყებ აპრილის სიოს როცა ტუჩებზე მოგეფერები. ******************** მე რომ შეგხვდები! სულ პირველ კოცნას, მხოლოდ შენ თვალებს დავეკითხები, მარტო შენ თვალებს მივცემ უფლებას , რომ ამიკრძალოს შენზე ფიქრები, და შენს თვალებში როდესაც გრძნობა, გადმოგიხეთქავს კედელს გულისას, გადმოიღვრება ულევი ლტოლვა, ულამაზესი სიყვარულისა, და მაშინ სიზმრად ხო! მარტო სიზმრად, ნაზად ვაკოცებ შენს ლამაზ ტუჩებს, გაგაღვიძებ და მიხვდები კარგო! ერთი ლამაზი ღამე გაჩუქე. ******************* შენ ჩემი სიყვარული ხარ, ჩემი ოცნების ქალი, ჩემი სული და გული ხარ, სინათლე ორთავ თვალის. ჩემი ღმერთი და რწმენა ხარ, ცა ხარ, მიწა ხარ, მზე ხარ... ჩემი ოცნება შენა ხარ, ჩემი სიცოცხლეც შენ ხარ... მინდა გიხმო და ვინატრო გულზე დაფენა თმების. ჩემს ოცნებებში ბინადრობ, ვფიქრობ შენზე და ვთბები... შენა ხარ ჩემი ფერია, შენა ხარ ჩემი ბედი, თუკი რამ დამიწერია, შენს სიყვარულზე ვწერდი. გძებნე, გელოდე იმდენ ხანს... ან კი ვითმენდი როგორ... რა საყვარელი ვინმე ხარ, შენ გენაცვალე გოგო!
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა