8:51 PM მამალი მაიკლი,რომელმაც უთავოდ 18 თვე იცოცხლა | |
ერთმა ამერიკელმა ფერმერმა 1945 წლის 10 სექტემბერს კერძის მოსამზადებლად თავი მოაჭრა მამალს რომელსაც მოგვიანებით ”მაიკლი- უთავო მამალი” შეარქვეს.
ეს ამბავი კოლორადოში მხოდა. მაიკლი ხუთ წლის იყო. ფერმერი ოლსენი მისთვის ჩვეული მისიით გაემართა ქათმების ფერმისკენ,ოღონდ ერთი განსხვავებით: იმ დღეს მასთან სტუმრად სიდედრი უნდა მოსულიყო,რომელსაც ძალიან უყვარდა ქათმის კისერი. ამიტომ ლოიდ ოლსენმა შეარჩია მამალი და მოაჭრა თავი ისე ,რომ კისერი რაც შეიძლება გრძელი დარჩენოდა. მაგრამ მამალი არ მოკვდა. ცნობისმოყვარეობის გამო ფერმერმა გადაწყვიტა მამალი ცოცხალი დაეტოვებინა… მეორე დღეს როდესაც ოლსენმა დაინახა რომ მამალს "თავი” ფრთის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და ეძინა გადაწყვიტა, რომ მაიკლს ბოლომდე უნდა ეცოცხლა. ერთი კვირის შემდეგ ოლსენმა მაიკლი იუტის უნივერსიტეტში წაიყვანა. ცხადი იყო, რომ მაიკლი უჩვეულო მამალი იყო. სკეპტიკოსების აზრით მაიკლს თავის მოკვეთისას მთავარი არტერია დიდად არ დაზიანებია. მას შეუნარჩუნდა ცალი ყური და ტვინის დიდი ნაწილი. ამიტომ მამალი იყო სრულიად ჯანმრთელი,ის კვლავ ცდილობდა ნისკარტით ფრთების მოფხანვას და საჭმლის აკენკვას. მითუმეტეს ეს უკნასნელი მას რათქმაუნდა არ გამოსდიოდა – ოლსენი პიპეტკით აჭმევდა. ასეთი სასწაული მამალი უნდა ენახა მსოფლიოს. ამიტომ ცნობისმოყვარეები ნიუ-იორკში, ლოსანჟელესში, სან-დიეგოში მაიკლის სანახავად 25 ცენტს იხდიდნენ. მამალი შეფასდა 10000$ და ამავე თანხის ფარგლებში დააზღვიეს. მასზე სტატიები იწერებოდა Life-ში და Time Magazine-ში. მაიკლი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობიდან დაბრუნებისას ოლსენი არიზონის უდაბნოში სასტუმროში გაჩერდა. შუაღამეს მაიკლმა ფართხალი დაიწყო,იხრჩობოდა. ლოიდლმა ვერ შეძლო პიპეტკის მალე მოძებნა,რომ მისთვის ყელი გაეწმინდა. ასე დატოვა მაიკლმა ეს სამყარო…. ახლა ქალაქ ფრუიტაში ყოველწლიურად იმართება ფესტივალი, რომელიც მაიკლს ანუ სიცოცხლის სურვილს ეძღვნება. ფესტივალის პროგრამაში შედის კონცერტები,ავტო-შოუ და შეჯობრი სირბილში,რომელსაც "გაირბინე ისე,როგორც თავმოგლეჯილი მამალი” ჰქვია.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |