მთავარი » 2013 მაისი 22 » როგორ გადავიყვანოთ PDF-ის ფაილი Word-ში
8:50 PM როგორ გადავიყვანოთ PDF-ის ფაილი Word-ში | |
დოკუმენტებთან მუშაობის დროს საკმაოდ ხშირად გამოიყენება PDF და DOC ფაილის გაფართოებები. ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ხშირია მათი ერთმანეთით შეცვლის საჭიროება, რაში დახმარებასაც გვთავაზობს არაერთი პროგრამა და ინტერნეტ საიტი. ამ ინსტრუქციაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სანდო და მარტივ პროგრამას, რომლის დაინსტალირების შემდეგ თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ PDF-ის ფაილის Word-ში გადაყვანას. ამ პროგრამის გამოყენება იძლევა კიდევ ერთ უპირატესობას - ინტერნეტთან წვდომის არქონის შემთხვევაშიც შეძლებთ უწყვეტად აწარმოოთ ფაილების რედაქტირება სასურველ ფორმატში. გადმოიწერეთ პროგრამა - Wondershare PDF to Word Converter და დააინსტალირეთ იგი თქვენს კომპიუტერზე. ხოლო ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით პროგრამა. სასურველი ფაილის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს Add Files... რომელიც მდებარეობს მარცხენა ზედა კუთხეში. გახსნილ ფანჯარაში კი მოიძიეთ ფაილი რომლის დამუშავებაც გსურთ და ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს Open. ფაილის ან ფაილების არჩევის შემდეგ მიუთითეთ იმ საქაღალდის მისამართი, რომელიც გსურთ რომ განთავსდეს უკვე დამუშავებული ფაილი. საქაღალდის მისათითებელი ველი მდებარეობს მარცხენა ქვედა კუთხეში Outfut Folder: წარწერის გასწვრივ. წინა ორი მოქმედების შესრულების შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთი მოქმედება. მარჯვენა ქვედა კუთხეში Convert ღილაკზე დაჭერა, რის შემდეგაც მცირე დროში თქვენი სასურველი pdf ფაილი შეიცვლის ფორმატს და გახდება კომპანია მაიკროსოფტის საოფისე პროგრამებისათვის წაკითხვადი.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა