1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.
2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები.
სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ ) და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)
4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:
5.მიუხედავად იმისა რომ mp3 მუსიკის სტანდარტი მიღებული იქნა 1991 წელს, ის გააქტიურდა მხოლოდ 1998 წელს ყველასთვის ცნობილი პროგრამის ნეპსტერის(napster) გამოსვლის შემდეგ
6. ინტერნეტის არსებობის განმავლობაში მთლიანი ტრაფიკის ნახევარზე მეტს იკავებდა და იკავებს ფაილების გაზიარების სერვისები.
7. გუგლის განცხადებით ინტერნეტში დღეს დღეობით არის 5 მილიონი ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია რომლის მხოლოდ 0,04% აქ დაინდექსებული მას.
8. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი ინტერნეტის ფაილები მოათავსოთ 200 მილიონblue ray დისკზე.
9. ინტერნეტის ძიების ერთი მესამედი შეიცავს პორნოგრაფიულ მასალას. ხოლო ინტერნეტში მთლიანი სურათების რაოდენობის 80% არის შიშველი ქალების.
10.დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით ამაზონი ონლაინ გაყიდვების ლიდერი გახდა იმიტომ რომ გუგლის გამოჩენამდე იაჰუ იყენებდა ინდექსაციას ანბანის მიხედვით.
11. პირველი სარეკლამო ბანერი გამოჩნდა 1994 წელს. ბანერი ეკუთვნოდა კომპანია ატ&ტ-ს და იდო HotWired საიტზე.
12. ყოველდღიურად გაგზავნილი 247 მილიარდი მეილიდან 81% არის სპამი.
13.პირველი სპამ მეილი გაიგზავნა 1978 წელს როდესაც ერთ-ერთი კომპიუტერული ფირმის მარკეტოლოგმა გადაწყვიტა გაევრცელებინა კომპანიის მიერ გამოშვებული ოპერატიული სისტემა. სპამი შედგებოდა 600 მეილისგან.
14. იუთიუბზე ერთი წუთის განმავლობაში იტვირთება 20 საათის რაოდენობის ვიდეო მთელი მსოფლიოდან. პირველი ვიდეო ამავე საიტზე აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს (Jawed Karim საიტის ერთ-ერთი დამაარსებელი) ეს არის ზოოპარკში გადარებული ვიდეო
15. ისტორიის მანძილზე რადიოს დაჭირდა 50 წელი რათა ყოლოდა 50 მილიონი მომხმარებელი, ტელევიზროს 13, ინტერნეტს 5.
16. ქვეყანა სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია არის შვედეთი, მისი მოსახლეობის 75% სარგებლობს ქსელით.
17. ბლოგერების უმრავლესობა(51%) მდედრობითი სქესის არის, ხოლო მამაკაცები 49%.
ასაკის მიხედვით: 7.1% არის 51 წელს გადაცილებული.
20.2% არის 2 წელზე ნაკლების
53.3% არის 21-35 წლის
19.4% არის 36-50 წლის
ბლოგინგი ყველაზე მეტად განვითარებულია ამერიკაში 29.22%
შემდეგ მოყვება ბრიტანეთი 6.75%, იაპონია 4.88%, ბრაზილია 4.19%, კანადა 3.93%
18. ყოველ წამში 28,258 ინტერნეტის მომხმარებელი უყურებს პორნოგრაფიას.
19. ტვიტერის მომხმარებელბი დდღეში 2.5 მილიონ ტვიტს აგზავნიან (5000 ტვიტი დღეში 2007 წელს)
20. მსოფლიოში ჯერ კიდევ არის 18 ქვეყანა სადაც არ აქვთ ინტერნეტი არანაირი ფორმით.
21. საშუალოდ ამერიკელი თინეიჯერი ინტერნეტში ატარებს კვირაში 31 საათს, სწავლაში მხოლოდ 4 საათს.
22. ამერიკის მოსახლეობის ერთი მესამედი არის დარეგისტრირებული იუთიუბზე.
23. ფეისბუქს ყავს 800.000 დეველოპერი
24. ინტერნეტის მომხმარებელთა სრული ციფრი მსოფლიოში: 1,733,993,741
25. პირველი საიტი იყო symbolics.com ხოლო დომენის რეგისტრაცია უფასო იყო 1995 წლამდე.
26. გუგლს აქვს 450.000 სერვერი
27. ბლოგერზე წუთში 270.000 სიტყვა იწერება (ამის ჩათვლით :) )
28. არსებული საიტების 12% არის პორნოგრაფიული (24,644,172)
წამში იხარჯება 3,075,64 დოლარი ინტერნეტში პორნოგრაფიისთვის. ყოველი მესამე პორნოგრაფიის მომხმარებელი არის ქალი. ინტერნეტ პორნოგრაფია ამერიკაში 2.84 მილიარდიანი ბიზნესია წელიწადში, ხოლო მთლიანად მსოფლიოში 4.9 მილიარდი. დღეში ხდება 116.000 ძიება ბავშვების პორნოგრაფიაზე. საშუალო ასაკი როცა ბავშვი პირველად ნახულობს პორნოს არის 11 წელი.
29. ყოველ დღიურად 200 მილიონი ქაფჩა კოდის შეყვანა ხდება მომხმარებლების მიერ.
30. ინტერნეტი არის ერთი გამოუსადეგარი საქაღალდე ჩაკ ნორისის კომპიუტერში რომელსაც მისი წაშლა უბრალოდ ეზარება.