მთავარი » 2012 მარტი 4 » საინტერესო ფაქტები
8:33 PM საინტერესო ფაქტები | |
1. ბავშვები იცინიან დღეში 400 ჯერ, მოზრდილები კი საშუალოდ-15 ჯერ.. (ნუ, ჭკუამხიარულებზე არაა აქ საუბარი ) 2. მუჰამედი ყველაზე გავრცელებული სახელია მსოფლიოში. (დიდი არაფერი, ეს უმრავლესობამ იცის ისედაც..) 3.ადამიანის ტვინის ¼ გამოიყენება თვალის გასაკონტროლებლად. 4.საბერძნეთში, ათენში პოლიციელს აქვს უფლება ჩამოგართვას მართვის მოწმობა თუ საჭესთან ზიხართ ტანდაუბანელი. (ვაიმე! როგორ ამოწმებენ მაგას ის მაინტერესებს მე ) 5.იმის ალბათობა რომ ლატარიის ბილეთის საყიდველად წასულს რაიმე შეგემთხვევათ და მოკვდებით უფრო დიდია, ვიდრე იმისა რომ მოიგებთ (აჰა! ოფიციალური ცნობა! ასეც ვიცოდი რომ არ უნდა ვიყო ლატარიის იმედად!!! ) 6. "აზოტი” – უსიცოცხლოს ნიშნავს. 7.უდიდესი აისბერგის სიგანე 11 კმ, სიგრძე 385 კმ, ფართობი კი 31 ათასი კვადრატული კილომეტრია. 8. ჩინეთში არის მთა – მაუნა-ლოა, სადაც ნებისმიერ ხმაურზე წვიმა იწყება. რაც უფრო მაღალია ბგერა, მით უფრო ხანგრძლივი და კოკისპირულია წვიმა. (მანდ ჩაყარე ქართული გუნდი და ამღერე მრავალჟამიერი… ა? ) 9. უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს 1616 წლის 25 აპრილს თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ.( ორი დიდი გენია ) 10. ქარის მაქსიმალური სიჩქარე დაფიქსირებულია აშშ-ში, ვაშინგტონის მთასთან – 104 მეტრი წამში. (აუუუფ, წამიღო ქარმა კი არა, ქარმა გადაგვასახლა ქვია მაგას? ) 11. 30. მყნვარებში წყლის გამოცვლას 9700 წელი სჭირდება. მსოფლიო ოკეანეში კი – 2650 წელი. 12.მალაის არქიპელაგზე 300 მოქმედი ვულკანია. (ტერმინები: ცეცხლზე ვზივარ, გახურებულ ტაფაზე ვზივარ, ეკლებზე ვზივარ-იქაურებისთვის გასაგები იქნება ) 13. როცა ნაყინს მიირთმევთ ან კბილებს იხეხავთ, თქვენ უკავშირდებით მსოფლიო ოკეანეს, რადგან იღებთ წყალმცენარე ლამინარიას ნაწილაკებს, რომლებსაც მათში გემოსა და პლასტიკურობისათვის უმატებენ.(ეს ფაქტი ძალიან მომეწონა და დამაინტერესა, რომ წავიკითხე ერთ ერთ წიგნში…) 14.ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ერთ-ერთ მააგისტრალზე არის გაფრთხილება:”მძღოლო დაუკელი სიჩქარეს, წინ ნარკოტიკების საკონტროლო პუნქტია”. მიუხედავად ამ აშკარა გაფრთხილებისა, წლის განმავლობაში ამ პუნქტზე ასეულობით ნარკოტიკს იღებენ. საქმე იმაშია, რომ პუნქტი ამ ფირნიშის ბოლოში კი არა, არამედ ერთ-ერთ გადასახვევზეა და როცა ამას ნარკოტიკის გადამტანები წაიკითხავენ, ჩვეულებისამებრ გადაუხვევენ და იქ იჭერენ. (რამდენი ხალხი გოიმდება???? ) 15. უვნებელ გველს თვალის გუგა მრგვალი აქვს, ხოლო შხამიანს ოვალური. ( თქვენი არ ვიცი და მე დაკვირვებას არ დავუწყებ, გავეცლები ეგრევე ) 16.კეჩუპი პირველად გაიყიდა 1830 წელს, როგორც წამალი. 17.წვიმა შეიცავს ვიტამინ B12–ს. (გიყვარდეთ წვიმა ხალხო! ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა! ) 18.1980 წელს ლას ვეგასის საავადმყოფოდან დაითხოვეს თანამშრომლები, იმის გამო რომ ნიძლავს დებდნენ როდის მოკვდებოდა პაციენტი ( no comment ) 19.მხოლოდ ქალი ფუტკრები მუშაობენ. 20.მხოლოდ ქალი კოღოები იკბინებიან და გვწოვენ სისხლს. YEAH! ამჯერად დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე რუბრიკაში "საინტერესო ფაქტები”. ოფიციალურად გპირდებით, რომ ამოდენა შუალედებს ამ რუბრიკაში აღარ გავაკეთებ! გაიგეთ უფრო მეტი სამყაროს შესახებ!
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა