10:54 AM საინტერესო, უცნაური და სახალისო | |
2. ვაშლს, კარტოფილს და ხახვს ერთნაირი გემო აქვს, თუ მათ ცხვირზე ხელმოჭერილი ჭამ. ეს რამდენიმე თვის წინ დაამტკიცეს (რა თქმა უნდა ამერიკაში!). ბრმა ადამიანს ცხვირზე მოუჭირეს და მათი გემო ვერ გაარჩია.
3. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ძილში ვითომ "იღვიძებ" და აკეთებ ყველაფერს, რაც სინამდვილეში უნდა გააკეთო ადგომისას?? ეს მართლაც დამაბნეველია როცა გააანალიზებ, რომ ახლიდან უნდა ადგე და "თავიდან" უნდა გააკეთო ყველაფერი. ეს ყველა ადამიანს განუცდია და მას ქვია "სიზმარი სიზმარში" ან "მცდარი გაღვიძება". შეიძლება ერთი გაღვიძებისას რამდენიმე "სიზმარი სიზმარში" დაემართოს ადამიანს..
4. თუ მოხარშული კვერცხი წყალში იძირება, ესეიგი ის გაფუჭებული ან ძველია.
5. როცა ადამიანი ცოცხალია, მისი ტვინი არის ვარდისფერი, სიკვდილის შემდეგ კი ნაცრისფერი ხდება. სურათებში და ჩვენს წარმოდგენაშიც ტვინი თეთრი ან ნაცრისფერია, სინამდვილეში ეს მცდარია.
6. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თუ გინდა შენი სახლი გაიყიდოს სწრაფად და კარგ ფასად, ის უნდა შეღებო ყვითლად.
7. შეგიმჩნევიათ, რომ როცა გაქვთ ჯამში ან პარკში ჩაყრილი თხილი ან თუნდაც პოპკორნი, ყველაზე დიდები ზევით მოექცევა, პატარები კი ბოლოში დარჩება ხოლმე?!! ეს დაკავშირებულია ჯერჯერობით აუხსნელ ფენომენთან, რომელსაც "ბრაზილიური თხილის ეფექტს" უწოდებენ. მეცნიერები ამ თემას იკვლევენ და მათი ვარაუდით, ეს მხოლოდ იმის ბრალი არ უნდა იყოს, რომ თავდაპირველად დიდ თხილებს ან პოპკორნს ვჭამთ და ბოლოში პატარები გვრჩება.
8. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის გოგონების 80 % დიეტაზე "ჯდება".
9. ალფრედ ჰიჩკოკს არ ჰქონდა ჭიპი.
10. ყველა მოლუსკი იბადება მამრი. ზოგიერთი მათგანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე წყვეტს, გახდეს მდედრი. (მაგათშიცაა სქესის შეცვლა??)
11. ხალხის ერთ მესამედს არ შეუძლია თითების გატკაცუნება.
12. ყოველი დღე წინაზე 0.00000002 წამით გრძელია, რაც მთელი საუკუნის განმავლობაში 13 წამს შეადგენს.
13. ბაყაყებს არ შეუძლიათ ჩაყლაპვა თვალის დახამხამების გარეშე.
14. ებრაელი ოჯახების მხოლოდ 10 %–ს აქვს ნაძვის ხე ახალ წელს.
15. მელ გიბსონს აქვს გადაბმული თირკმლები.
16. ბენზინი არასდროს, არანაირ ტემპერატურაზე არ იყინება.
17. მიჩიგანი არის ქალაქი რომელსაც ჰქვია 'სამოთხე' და ასევე ქალაქი სახელით 'ჯოჯოხეთი'.
18. ყველაზე მეტი ადამიანი დახრჩობილა კბილის საჩიჩქნით.
19. აშშ–ს კანონის მიხედვით, ლუდის რეკლამებში აკრძალულია ადამიანის ჩვენება, რომელიც სვამს ლუდს. (ეს მათ ეხმარებათ უფრო ორიგინალური იდეების მოფიქრებაში).
20. ჰიტლერის დედა სერიოზულად ფიქრობდა აბორტზე, თუმცა ეს ექიმმა გადააფიქრებინა.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |