9:31 PM საინტერესო, უცნაური, სახალისო | |
1. ყველაზე სწრაფი ”გაქცევა” ჩემოდნიდან ლესლი ტიპტონმა მოახდინა.მანდახურული ჩემოდნიდან ამოძრომა 7,04 წამში მოახერხა.რეკორდი დამყარდა2008 წლის 31 მაისს ლოს-ანჯელესში.
2. ერთ-ერთმა ხორვატიელმა ჩაიცვა 245 მაისური ერთად. ორი საათის განმავლობაში კრუნოს თავისი ორი დამხმარე მაისურებს აცვამდა. საბოლოოდ ამ მამაკაცის სხეულზე 245 მაისური ერთდროულად აღმოჩნდა და ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდსმენი ამ არაჩვეულებრივ საქმეში იყო შვედი,რომელმაც ჩაიცვა 238 მაისური.
3. ყველაზე გრძელი სიტყვა (რეჩი) წარმოთქმულ იქნა ლუის კოლეტის მიერ.მან მსოფლიო რეკორდი ზედიზედ ორჯერ დაამყრა.პირველად – 2004 წელს,როდესაც შეუჩერებლივ 48 საათი ლაპარაკობდა.ამის შემდეგ ერთმა ინდოელმა შეძლო მისი რეკორდის დამყარება 120 სთ ლაპარაკით,ხოლო კოლეტმა გადაწყვიტა ყველაზე მოლაყბე ადამიანის ტიტულის დაბრუნება და 124 საათი ილაპარაკა.
4. გერმანელმა ქრისტიან ადამმა ველოსიპედის ტარება 4 წლის ასაკში ისწავლა,ხოლო ვიოლინოზე დაკვრა – 1970 წელს.მას მერე,მან გადაწყვიტა თავისი ორი საყვარელი საქმე გაეერთიანებინა და მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა 60,45 კმ-ის ველოსიპედით გავლაში და ამავდროულად ვიოლინოზე დაკვრაში.მან იარა და უკრა (რეკორდის დამყარების დროს) 5 სთ 9 წთ.
5. ყველაზე გრძელი თმები ჩინელმა ხი ქიუპინგმა (Xie Qiuping) გაიზარდა.მისი თმების სიგრძეა 4,8 მეტრი და ამიტომაც მას აქვს სპეციალური ტიარა,რომ როგორმე გაუმკლავდეს თმებს.სიტყვამ მოიტანა,ამ ქალმა თმები ბოლოს 1973 წელს შეიჭრა.
6. ამერიკელმა კევინ შელიმ თავიზე 46 ტუალეტის ხის დასაჯდომი გადაიმტვრია.
7. გერმანელმა თომას ვოგელმა ერთ წუთში მოახერხა 56 სხვადასხვა ლიფის გახსნა.
8. კლაუდიო პინტოს შეუძლია თვალების 95 %-ის 4 სმ-ზე გადმოკარკვლა.
9. კონექტიკუტის შტატში, კერძოდ კი ქალაქ ვესტპორტში მდებარე სკოლის ერთ–ერთი კლასი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამ კლასში 32 მოსწავლე სწავლობს, მაგრამ საქმე ისაა, 16 წყვილი ტყუპია. წინა რეკორდი ასევე კონექტიკუტის შტატში მდებარე ქალაქ საუთბერის სკოლას ეკუთვნის. იქ ერთ–ერთ კლასში 13 წყვილი ტყუპი სწავლობდა.
10. ამერიკელი არქიტექტორი ქმნის მსოფლიოს უდიდეს სახლს კარტით, გასაოგნებელია უბრალოდ, ასეთი ნებისყოფის ქონით ბევრი ვერ დაიკვეხნის! 11. Elena De Angelis შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მფლობელი ყველაზე გრძელი საქორწილო კაბის, სახლიდან ეკლესიამდე მისი კაბა მიჰქონდა ქალაქის თითქმის ყველა მაცხოვრებელს, კაბის სიგრძე იყო 3 კილომეტრი, სიგანე 2 მეტრი, დაიხარჯა 6,000 მეტრი აბრეშუმი.
12. ეს ადამიანი გახლავს არულანანტამ სურეშ ჯოაჩიმი, (ენა მოვიტეხე) შრილანკელი ახალგაზრდა, რომელიც 3 დღეზე!!! მეტი ხნის განმავლობაში იდგა ცალ მარცხენა ფეხზე. ეს მან გააკეთა რა თქმა უნდა გინესის წიგნში მოხვედრისათვის. ჯოაჩიმმა ჩვენება მოაწყო ვიჰარა მაჰა დევი პარკის ღია სტადიონზე, შრილანკაში. ის იდგა მარცხენა ფეხზე (რათქმა უნდა არცერთხელ არ წაქცეულა) 71საათის და 40 წუთის განმავლობაში. 13. სამხრეთ დაკოტის თოვლის ანგელოზების მსოფლიო რეკორდი! თოვლის ანგელოზები კეთდება ადამიანის მიერ , რისთვისაც საჭიროა თოვლზე დაწოლა, ფეხების და ხელების ქნევა.. საბოლოოდ, როცა წამოდგებით , თქვენს ადგილას დარჩება ლამაზი თოვლის ანგელოზი. 2007 წლის 17 თებერვალს მოიხსნა რეკორდი 8862 –მა ადამიანმა გააკეთა ეს ანგელოზები ბისმარკში,სამხრეთ დაკოტაში . წინა რეკორდი ეკუთვნოდა სტუდენტებს , მათი რაოდენობა 3784 იყო.
14. მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი (თავისი ასაკის შესაფერისად) ვინც კი ოდესმე ყოფილა გინესის ისტორიაში, – ესაა ნეპალელი ჩანდრა ბაჰადურ დანგი. იგი 72 წლისაა და მხოლოდ 35.5 სმ სიმაღლისაა!!!
15. წინა რეკორდი სიდაბლეში დაამყარა ინდოეთში მცხოვრებმა ცნობილმა ექიმმა, ჯიოტი ამჯემ, რომლის სიმაღლე 40.5 სმ–ს შეადგენს 23 წლის ასაკში. (ისეთი ფოტოა, არ შემეძლო ამაზეც რომ არ დამეწერა)
16. 15 წლის ედუარდ სააკაშვილი (პრეზიდენტის ვაჟი) გინესის რეკორდსმენი I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში გახდა. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დაჭირდა. (!!!!!!!)
პრეზიდენტის ვაჟმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი თინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა. 17. იტალიელმა იუველირმა პიეტრო მარმომ ვერცხლისგან მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა დაამზადა. მისი სიმაღლე 2,5 სმ–ია, აქვს 2 ფილტრი და მასში მხოლოდ 10 წვეთი წყალი ჩადის. ამ მინიატურული ნივთის და სპეციალურად მისთვის პატარა ოქროს ფინჯნის შესაქმნელად მარმოს რამდენიმე თვე დასჭირდა. იუველირს უახლოეს მომავალში ჩაის მინიატურული სერვიზის შექმნაც აქვს განზრახული. ისიც ძვირფასი ლითონისგან იქნება დამზადებული და ძვიფასი ქვებითვე მოირთვება.
18. ირლანდიელმა მხატვარმა ფრანკ ბაკლიმ ძველი და უვარგისი ევროებისგან, უფრო კონკრეტულად კი მილიარდ 400 მილიონი კუპიურისგან, 15 სმ სიგრძისა და 5 სმ სიგანის აგურები დაამზადა და სახლი ააშენა. იგი საძინებლისგან, სასტუმრო ოთახისგან და აბაზანისგან შედგება. საცხოვრებლის ასაშენებლად საჭირო „მასალით" მხატვარი ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა მოამარაგა.
19. ფრანგი მიშელ ლოტიტო,პირდაპირ გაუმაძღარი ადამიანია. 1959 წლიდან მან ყველაფრის ჭამა დაიწყო, აბსოლუტურად ყველაფრის. მას აქეთ მან დააგემოვნა: კომპიუტერი, 18 ველოსიპედი, 6 შანდალი, 15 ურიკა სუპერმარკეტიდან, 2 საწოლი, 7 ტელევიზორი, წყვილი თხილამური და კიდევ სხვა წვრილმანები. შეჭმული მეტალის ჯამური მასა 9 ტონას აჭარბებს.
20. ნიდერლანდელმა ვიმ ფოფმა, ყინულით დაფარულმა გაძლო 1 სთ და 8 წთ. ის იყენებდა იოგის ილეთებსა და მედიტაციას , რომ არ გაყინულიყო. მისი მეორე სახელია „ყინულის კაცი".
21. შვეიცარიელ მარკო ჰორტს შეუძლია ჩაიდოს პირში 258 საწრუპი ერთდროულად.
22. რამდენ ხანში მოასწრებთ გოგრაზე სახის ამოჭრას? ამერიკელი სტეფან კლარკი ამას აკეთებს 24 წამში.
ახლა კი რამდენიმე დამატებითი ფაქტი: ნორმალური ადამიანი საშუალოდ დღეში 4-ჯერ იტყუება, წელიწადში - 1460-ჯერ, 60 წლის ასაკაში უკვე 87 600-ამდე ტყუილი აქვს ნათქვამი. ამ ტყუილებიდან კი ყველაზე გავრცელებული ტყუილი არის: "კარგად, შენ?" კოღოები ქერებს უფრო კბენენ, ვიდრე შავგვრემნებს. როდესაც ადამიანი ტირის, თუ პირველი ცრემლი მარჯვენა თვალიდან მოდის მაშინ ეს ბედნიერების ცრემლებია, ხოლო თუკი მარცხნიდან - ტკივილის. (რაღაც არა მგონია) ღიმილის დროს 27 კუნთი მოქმედებს, ხოლო მოღუშვის დროს კი — 43.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |