მთავარი » 2012 მაისი 15 » სასიყვარულო ლექსები
1:47 PM სასიყვარულო ლექსები | |
როცა შორდები მაშინვე ხვდები გულს ჩამოაწვა შავი ნისლი-ნიშნად გლოვისა, ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია... შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული მაგრამ არაუშავს მიპატიებია... აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს ჩემმა ღამის თევამ შენთან გაათია ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია მიედინება დარდიანად დღეთა დინება, შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები, კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება, გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები. გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით, დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით, ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით, და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით. მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი, და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს, იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი, თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს. დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება, და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება, მე კვლავ მარტო ვარ, უშენობას მგონი ვეჩვევი! ული გაყინულა, სარკმელთან, შენზე მოლოდინში. ჩუმად ჩაძირულა იმედები, შენ არ დაბრუნდები. ვარდისფერ ოცნებას გავეკიდო? განა დავეწევი?! ქარის მოტანილი ქარმა წაიღო და... ალბათ შეველევი. ასჯერ დაცემული უფლის მეოხებით კვლავაც წამოვდგები. დროს გავეკიდები, დავეწევი და გავურიგდები. დრონი მეფობენ და მეც აჩრდილად მათ კვალს გავუყვები. ქარმა რაც წაიღო უკან მომიტანს და... დავემშვიდობები. იმედგაცრუებულს ჩუმად ჩამჩურჩულებ: უკან დავბრუნდები. დრონი მეფობენ და... სულიც გაყინულა შენზე მოლოდინში.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა