მთავარი » 2013 მაისი 20 » USB დისკის უსაფრთხოება
11:47 PM USB დისკის უსაფრთხოება | |
ზოგიერთი ფიქრობს, რომ როდესაც კომპიუტერი ინტერნეტში არ არის ჩართული, დაცულია საშიშროებებისგან . ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან ვირუსები და მავნე პროგრამები მთელი სისრულითა და სიძლიერით ვრცელდება ყველანაირი მოწყობილობიდან, რომელიც უერთდება კომპიუტერებს, მაგალითად მეხსიერების ბარათები (USB დისკები). მავნე პროგრამების დაახლოებით 25% ვრცელდება USB დისკების საშუალებით, რომლებიც პირდაპირ უერთდება კომპიუტერებს USB პორტის მეშვეობით. მათი უმრავლესობა სპეციალურად არის შექმნილი იმისათვის რომ გავრცელდეს ამ გზით. ისინი ასლს აკეთებენ და იბუდებენ ამ ხელსაწყოებში, ასევე, ავტომატურად ირთვებიან USB დისკის კომპიუტერში შეერთებისას და მომხმარებლისთვის უხილავად ახდენენ კომპიუტერის ინფიცირებას. რატომ არის ასე მოსახერხებელი მავნე პროგრამების და ვირუსების გავრცელება USB დისკების საშუალებით? მომხმარებელთათვის USB დისკები ელექტრონული ფაილების გადატანის ყველაზე პოპულარული, პორტატული და ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა. ყველაზე საშიში USB დისკებს კი ის აქვთ, რომ კომპიუტერის მომხმარებლებმა არ იციან, თუ რამდენად საზიანო შეიძლება იყვნენ ისინი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ უნდა ვერიდოთ ინტერნეტით გავრცელებად სპამსა და მავნე პროგრამებს. ვიცით, რომ არ უნდა გავხსნათ უცხო პირებისგან გამოგზავნილი ფოსტის დანართები და არ უნდა მივუთითოთ პაროლი საეჭვო ვებ-გვერდებზე, მაგრამ USB დისკები ჩვენში ნაკლებ ეჭვს იწვევს; ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის რა სახის საფრთხეებს შეიძლება მოიცავდეს ის. გაიხსენეთ, რამდენი USB დისკი მიუერთეთ თქვენს კომპიუტერს ბოლო თვეში და რამდენ სხვა სისტემაზე იქნა ეს ხელსაწყოები გამოყენებული. ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ის ყველგან გავრცელდებოდა. მაგალითად, კონფერენციებზე მონაწილეების მიერ ხშირდ ხდება სლაიდებისა და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა USB დისკების საშუალებით, თუნდაც ქუჩაში დაგდებული USB დისკი რომ იპოვოთ, ხომ აიღებთ და მიუერთებთ თქვენს კომპიუტერს? USB დისკების მავნე პროგრამები ძირითადად ისე არის შექმნილი, რომ დაინფიცირებულ USB დისკის კომპუტერზე მიერთებისთანავე მავნე პროგრამა ავტომატურად გაეშვება თქვენს კომპუტერზე; ასევე, თუ თქვენ უკვე დაინფიცირებულ კომპიუტერს შეუერთებთ სულ ახალ სუფთა USB დისკს, კომპიუტერიდან მასზე ავტომატურად გადმოვა საზიანო პროგრამა. ამგვარად ხდება ამ მავნე და საშიში პროგრამების გავრცელება. იმისათვის რომ დაიცვათ თქვენი USB დისკები და კომპიუტერები გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: 1. გამორთეთ (disable) ავტომატური გაშვების (autorun) ფუნქცია. ოპერაციული სისტემა Windows-ს აქვს ავტომატური გაშვების ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას რომ როდესაც კომპუტერს უერთებთ USB დისკს იგი ავტომატურად გთავაზობთ გახსნათ თქვენს USB დისკზე მოთავსებული ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამით, თუ USB დისკი შეიცავს მავნე პროგრამას იგი ავტომატურად გაეშვება თქვენს კომპიუტერზე. იმისათვის რომ დაიცვათ თქვენი კომპიუტერი გამორთეთ ავტომატური გაშვების ფუნქცია (Autorun).
2. გამოიყენეთ ანტი-ვირუსი. ბევრ ანტივურსებს აქვთ USB-ის დისკის შემოწმების და გაწმენდის ფუქნცია, როდესაც კომპიუტერს მიუერთებთ USB დისკს, პირველ რიგში შეამოწმეთ იგი ვირუსების ან მავნე პროგრამების არსებობაზე: - გახსენით My Computer – მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ USB დისკს (Removable Disk) და მოცემულ მენიუში აირჩიეთ თქვენი ანტივირუსის შემოწმება (მაგ: Scan for Viruses). - თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ USB ანტივირუსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ USB დისკების უსაფრთხოებისათვის : Panda USB Vaccine , USB Disk Security, Naevius USB Antivirus 3. გამოიყენეთ რამდენიმე USB დისკი შეეცადეთ არ გამოიყენოთ თქვენი პერსონალური USB დისკი უცხო კომპიუტერებზე, ამისათვის იქონიეთ დამატებითი USB დისკი.
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა