მთავარი »
ლექსები2012-06-05
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე ვიფიქრე ლამაზი თვალები ქონია, ასეთი ლამაზი უძირო თვალები, ალბათ არსდროს არავის ქონია. გიპოვი შეგხედავ ,თვალებს ძირს დახრი დიდხანს რომ გიყურო დამწვავენ მგონია კვლავ გულსჰი გავივლებ ესეთი თვალები ალბათ არსდროს არავის ქონია. დღემდე ვერ მიმხვდარვარ და ვერ გამიგია, ესეთი თვალები თუ ვინმეს ქონია, მართლა ლამაზია ეგ შენი თვალები? თუ მე რომ მიყვარხარ იმიტომ მგონია.?!!
ლექსები სიყვარულზე2012-06-01
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან , რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ........ გუშინ ღამე სიზმრად ვნახე2012-06-01
გუშინ ღამე სიზმრად ვნახე: ქვეყანაზე ვინც კი იყო ყველას გული გამთბარიყო ვისაც გულში ბოღმა ედო სიყვარული გადაედო აღარ იყო ქვეყნად სევდა სიხარული გაბევრდა ყველა იყო ბედნიერი აღარ არსებობდა ”მტერი”
უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ2012-05-31
მარად დარჩები ჩემს ოცნებებში ყოველ სიზმარში შენ გელოდები რადგან ერთმანეთს ჩვენ ვეღარ ვხვდებით ალბათ ასეთი არს ნება ღმერთის შენ გავხარ მზეს ცის მანატობელს ცაში რომ არის და ზედ დაგვნათებს მე მეყვარები სწორედ მანამდე სანამ არ წავალ იმ ქვეყანაზე
ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ2012-05-31
ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ, ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.. ეს სიყვარული ისე დიდია.. ისე ძლიერი და ისე მტკიცე. ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ, ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა, ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე.. ამ ქვეყანაზე რაც, გულებია.. ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს...
მინდა ფიქრები დაგირბიო2012-05-29
მინდა ფიქრები დაგირბიო, ისე შემოვიჭრა შენში, და მყუდროება დაგირღვიო, გულის ხმამაღალი ფეთქვით, სულის სიმშვიდე დაგიკარგო, არ მოგასვენო წამით, დღე ოცნებებში ჩაგექარგო, ლამაზ სიზმრებში ღამით.
თუკი ცრემლები არ დაგდენია2012-05-29
თუკი ცრემლები არ დაგდენია,
მაშ ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის, თუკი არავინ მოგნატრებია, როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის, თუ ღამეები არ გითევია, ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის, თუ სოყვარულის არ გაგეგება
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ…2012-05-29
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი, ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი, ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
შენზე ფიქრებში.......2012-05-29
როცა გიტარას ავიღებ ხელში .... შენზე ფიქრებში სიმღერას ვიწყებ... შენ მახსენდები როცა მარტო ვარ და გულს ვაყოლებ გიტარის სიმებს.... შენზე დავუკრავ ყველა სიმღერას, და შენ მოგიძღვნი რაც მიმღერია შენ მაპოვნინე ის სიყვარული ოდესმე სადმე თუ მიძებნია....
|
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა